11 დეკემბერი 2018,   23:13
ვრცლად
სიმართლეს ჩავიტან ჰააგაში, ამ ქვეყნისთვის შემიძლია, სიცოცხლე გავწირო - გენერალი მამუკა ყურაშვილი

„მათ ვურჩევ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით თავი შეიკავონ, საქართველოსთვის საზიანო გამოხდომებით. მე ამ სიმართლეს ჩავიტან ჰააგაში, ამ ქვეყნისთვის შემიძლია, სიცოცხლე გავწირო,“- ამის შესახებ საერთაშორისო გამოძიების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა.

მისთვის მიუღებელია მმართველი გუნდის პოზიცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. გენერლის აზრით, მსგავსი განცხადებები რუსული ნარატივია.

გენერალი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, საქართველოსთვის საზიანო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.  

მამუკა ყურაშვილი მზად არის, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ ქვეყანა უკვე საკუთარი ხელისუფლების ბრალდებებისგან, ჰააგის სასამართლოში დაიცვას.

„ის ადამიანები, ვინც იძახიან, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ღამის ცხინვალი დავბომბეთ, სასურველი იქნებოდა, თუ იქვე იტყოდნენ, რა რაოდენობის ხალხი უნდა დაღუპულიყო, საქართველოს რა რაოდენობის მოქალაქეები უნდა დაღუპულიყვნენ, სამოქალაქოები ან სამხედრო მოსამსახურეები, რომ ჩვენ პასუხი გაგვეცა. ჩვენ გავეცით პასუხი იმის მერე, როცა ვნახეთ, რომ მხარე, რომელიც უნდა ყოფილიყო დაშორებით დაკავებული, იყო კონფლიქტში მონაწილე მხარე, სამშვიდობო ბატალიონი ავანგარდში აღმოჩნდა,“- განაცხადა გენერალმა ყურაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები