18 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები შუა კვირაში გაიმართება - სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ხელისუფლების ინტერესზე საუბრობს 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარდება. ცესკო-ს გადაწყვეტილებას ოპოზიციაში კრიტიკულად აფასებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შუა კვირაში დანიშვნა თავად ბიძინა ივანიშვილმა გააპროტესტა, მეორე ტური მაინც შუა კვირაში დაინიშნა. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცესკო-მ  ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, არჩევნების შუა კვირაში დანიშვნა ხმის მიცემაში პრობლემებს საქართველოს ბევრ მოქალაქეს შეუქმნის და ეს მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს, რადგან მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას და მათ ტრანსპორტირებას შეძლებს. რიგით ამომრჩეველს კი ერთ დღეში თუ რეგიონში უწევს ხმის მისაცემად ჩასვლა და უკან დაბრუნება, გაუჭირდება.

შუა კვირაში ჩანიშნული არჩევნები ყველაზე დიდი პრობლემას უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უქმნის, სადაც არჩვენების პირველი ტური ძირითადად სალომე ზურაბიშვილმა წააგო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცესკო-ზე ხელისუფლების გავლენას უარყოფს და ბრალდებებს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნას ხელისუფლების პანიკურ შიშს უკავშირებს.

პოლიტიკური მოტივაციის შესახებ ეჭვები ცესკო-ს მისამართით, არასამთავრობო სექტორსაც უჩნდება.

დღის ამბები