15 დეკემბერი 2018,   07:25
ვრცლად
2008 წლის ომი, იუსტიციის მინისტრის სკანდალური განცხადება და ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება - წულუკიანს გენერალი ყურაშვილი პასუხობს 

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, ქართველი სამხედროების და იურისტების მკვეთრი პასუხი მოჰყვა. თეა წულუკიანის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს. 

სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ტელეკამერასთან საკუთარი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დასაცავად გამოჩნდა. 2008 წლის მოვლენების მთავარი მოწმე გაოცებულია, რადგან იმის მტკიცება უწევს, რომ ქართული ჯარი ქვეყანას იცავდა და მშვიდობისა და საკუთარი სახელმწიფოსთვის იბრძოდა. წლების შემდეგ კი სწორედ იმიტომ, რომ სამხედროები თავის პირველად მოვალეობას ასრულებდნენ, შესაძლებელია განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ. 

მამუკა ყურაშვილს დუმილი თეა წულუკიანის განცხადებამ დაარღვევინა. გუშინ იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომის მონაწილე 25 ათასზე მეტ ჯარისკაცს და ხუთი ათასზე მეტ პოლიციელს უთხრა, რომ ნებისმიერი მათგანი შესაძლოა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებაში გენერალმა ძალიან საშიში თამაში დაინახა, თამაში რომელითაც ხელისუფლებამ გაწირა ჯარისკაცები, სამხედროები, ვინც 10 წლის სიცოცხლის ფასად საქართველოს იცავდა.

საკუთარი მოქალაქეებისა და სამხედროების შესაძლო გასამართლებას დღეს მწვავე რეაქცია მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.  ოპოზიცია ეჭვობს, რომ ქართული მხარე არამხოლოდ არ იცავდა თავის სამხედროებს, არამედ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისინი ჰააგის სასამართლოს წინაშე პირისპირ არ აღმოჩენილიყვნენ. სწორედ ამიტომ, დღეს გრიგოლ ვაშაძემ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.

ნიკა ჯეირანაშვილი, რომელიც უკვე წლებია ჰააგის სასამართლოში ქართველების ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ მინისტრის განცხადებამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები