19 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები - სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია დუმილს არღვევს და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობს

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია დუმილს არღვევს. ის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებისა და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

ნონა წოწორიას თქმით, მსგავს განცხადებებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ  ჰააგას სასამართლოში აქტიურად გამოიყენებს. მოსამართლე მიიჩნევს, რომ მსგავსი პოზიციისთვის ყველა პოლიტიკოსმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, ეს განცხადებები, როგორც სალომე ზურაბიშვილისთვის, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.

წოწორია ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება და ქართველი სამხედროების გასამართლება ჰააგის სასამართლოში ჯაჭვური რეაქციას გამოიწვევს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს დანაწევრება, მოჰყვება.  

ნონა წოწორია პირველად "კურიერთან" ინტერვიუში საუბრობს მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარზეც და აღწერს ვითარებას. მოსამართლე ამტკიცებს, რომ ჰააგის შემდეგ საქართველომ შესაძლოა, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება სტრასბურგშიც რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეებსა და კერძო დავებშიც მიიღოს.

ნონა წოწორია პოლიტიკოსებს სთხოვს, მემკვიდრეობითობის ვალდებულება გაიაზრონ. თავად მოსამართლეს მოქმედ მთავრობასთან ჰარმონიული ურთიერთობა არ აკავშირებს. ორი წლის წინ, როცა ის სხვა ევრომოსამართლეებთან ერთად, სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავდა, მისი ძმის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები