11 დეკემბერი 2018,   23:13
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, იყოს მთავარსარდალი, ის დაუპირისპირდა არმიას" - ომის მონაწილე ბადრი შელია

"მას მორალური უფლება არ აქვს, იყოს მთავარსარდალი, ის დაუპირისპირდა არმიას,“- ეს განცხადება, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში 2008 წლის ომის მონაწილემ, ბადრი შელიამ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გააკეთა.

ყოფილი სამხედრო „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის. შელიასთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

ბადრი შელიას თქმით, არ შეიძლება პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„არმია არ არის მარტო დღეს მოქმედი ნაწილები და ჯარისკაცები, არმია ვართ ჩვენ. ხვალ რომ ჩვენმა მტერმა საბრძოლო მოქმედებები განაახლოს, ჩვენ ჩვენი სამშობლო გამოგვიძახებს და ყველანი ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე უნდა დავდგეთ,“- განაცხადა ბადრი შელიამ.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მიუღებელია 2008 წლის ომის მონაწილე, ბაქარ შირაძისთვისაც. მან ფოტოგრაფისა და “ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის მხარდამჭერის, იური მეჩითოვის განცხადებაც გააკრიტიკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები