25 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
ვაპრავებთ, რუსეთის სამხედრო აგრესიასაც და ოსეთის და აფხაზეთის აღიარებასაც - შოთა უტიაშვილი

„იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქართველი გასამართლდა იმის გამო, რომ მან მიიტანა იერიში რუს სამშვიდობოებზე, ეს არის სრული გამართლება რუსეთის აგრესიის,“ - ეს განცხადება, საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელმა, შოთა უტიაშვილმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ვაპრავებთ, რუსეთის სამხედრო აგრესიასაც და ოსეთის და აფხაზეთის აღიარებასაც,“ - განაცხადა უტიაშვილმა.

შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ თუ ჰააგის სასამართლოში რომელიმე სამხედრო გასამართლდება, მაშინ საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკვე გამართლებული გამოვა.

„თუ ვინმე გასამართლდება საქართველოდან გასამართლდება დიდი ალბათობით ორი დანაშაულის ჩადენის გამო - ერთი არის სამშვიდობოებზე თავდასხმა და მეორე არის ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი იერიშის მიტანა,“ - ამბობს უტიაშვილი.

უტიაშვილი ასევე, საუბრობს იარაღ „ისკანდერზე“ და განმარტავს, რატომ იყო ის ამერიკაში. მისი თქმით, ამერიკელებს სთხოვეს დახმარება, რათა გაერკვიათ რა იარაღი გამოიყენა რუსეთმა.

უტიაშვილი ამბობს, რომ ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა რუსეთს უჩივლა სტრასბურგში და საჩივარში ამბობს, რომ რუსეთმა გამოიყენა ისეთი იარაღი, რომელმაც გამოიწვია მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. უტიაშვილის თქმით, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ის სასამართლოს აგებს.

"რუსები ამტკიცებენ, რომ ეს კაცი მოკვდა სხვა დროს, სხვა ადგილას და ქართველებმა მერე გარდაცვალების შემდეგ მის გვამში ჩადეს ისკანდერის ნამსხვრევები," - ამბობს უტიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები