19 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
აფეთქება ზემო ფონიძალაში - დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპული დედა-შვილი გვიან ღამით ჭიათურაში გადაასვენეს. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თბილისის მერიამ საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხებათ დაშავებულ პაციენტებს - ერთ ოჯახის სამი წევრი ამ დრომდე რჩება დამწვრობის ცენტრში. განსაკუთრებით მძიმე 44 წლის მამაკაცისა და 24 წლის ქალის მდგომარეობაა - მათ სხეულის დაახლოებით 60 პროცენტი აქვთ დამწვარი. შედარებით მსუბუქია 6 წლის გოგონას ვითარება. ერთდერთი ვერსია, რაც ამ დრომდე მომხდარის მიზეზად განიხილება, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქებაა.

"ბაბუას აღენიშნება 65 % სხეულის თერმული დამწვრობა, შვილს 55, შედარებით უკეთესი მდგომაროებაა ბავშვთან, 6 წლის გოგონა, მას აქვს მხოლოდ სახე და მტევნები დამწვარი. მათი მდგომარეოაბა რის სტაბილური, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვთ მიღებული,"-დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე.

 

 

დღის ამბები