19 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
ენმ-მ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას - კახა კალაძე

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგის სასამართლოში - პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპონენტებს საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლოა, ქართველი სამხედროები გასამართლდეს.

კალაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ენმ-ს მიერ არის გამოგონილი და რეალობას არ შეესაბამება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველი არ არსებობს და "ნაციონალური მოძრაობა" უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, ვერ ეღირსებით ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.

დღის ამბები