31 მაისი 2020,   13:46
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს მგლები შეესია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს მგლები შეესია. დღეს დილით ერთ-ერთ ადგილობრივს მტაცებელმა ორი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაუგლიჯა.

ადგილობრივები ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. როგორც „კურიერს“ ადგილობრივები ეუბნებიან, დასახლებულ პუნქტებში მგლები ხშირად ჩამოდიან და შინაურ ცხოველებს თავს ესხმიან.

მათი განცხადებით, მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა და თუ ხელისუფლებამ ზომებს არ მიმართავს, ფაროსანასაგან მიყენებული ზარალით ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა, შესაძლოა ღორებისა და ძროხების გარეშე დარჩეს.

სოფელში ხშირად პოულობენ მგლებისგან დაგლეჯილ მსხვილფეხა პირუტყვს.

გარდა ამისა, მოსახლეობას ბავშვების სკოლასა და საბავშვო ბაღში წაყვანის შიშიც აქვთ, რადგან კონკრეტული დასახლება, რომელსაც მგლები შემოესია, სოფლის ცენტრიდან სამი კილომეტრით მაინცაა დაშორებული, ფეხით მოსიარულეებისთვის კი, საღამოს საათებში გარეთ გამოსვლა სახიფათო გახდა.

დღის ამბები