23 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
ხობში, სოფელ ქვემო ქვალონში ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა

ხობში, სოფელ ქვემო ქვალონში ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 6 კვ.მ ფართობი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა. 

დღის ამბები