18 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში უამინდობას პროგნოზირებენ 

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში უამინდობას პროგნოზირებენ. უხვმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში კი, ზვავი და ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, მაღალმთიან ზონაში დღეს და ხვალ ზვავის ჩამოწოლის საშიშროება იარსებებს.

„გუშინდელ დღესთან შედარებით, მაგალითად, გუდაურში თოვლის საფარის სიმაღლემ მოიმატა სამოცი სანტიმეტრით და ამჟამად ფიქსირდება იქ დაახლოებით 80-90 სანტიმეტრამდე. ინტენსიური თოვა შენარჩუნებული იქნება აუცილებლად ღამის განმავლობაში და უკვე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან თოვლის ინტენსივობა შემცირდება. აქედან გამომდინარე, რადგანაც მოსულია ახალი თოვლი ამ ტერიტორიებზე დღეს ნარჩუნდება პერიოდულად ზვავების ჩამოსვლა, ხვალ შესაძლებლობა მაინც არის ზვავის ჩამოსვლის“ - აცხადებს დოდო გვაზავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები