20 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
პირველი კადრები გუდაურიდან, სადაც სამშენებლო კომპანია „რედკოს“ საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი ჩამოინგრა

პირველი კადრები გუდაურიდან, სამშენებლო კომპანია „რედკოს“ საცხოვრებელი კომპლექსიდან - "კურიერი" იმ ტერიტორიაზე შევიდა, სადაც დაახლოებით, ორი საათის წინ საცხოვრებელი კომპლექსთან მშენებარე ობიექტის ნაწილი ჩამოინგრა.

ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. რამ გამოწვია ნგრევა, უცნობია.

სამშენებლო კომპანია "რედკოს" დირექტორის მოადგილე, მალხაზ კუმელაური ამბობს, რომ მიმდინარეობს მიზეზების გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.

„ობიექტი, რომელიც დაზიანდა ეს წარმოადგენს მშენებარე პარკინგისთვის გათვლილ ფართს, რომელიც მთლიანად არის რედკო-ს საკუთრებაში, არის მშენებარე, რომელიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული და ის კავშირში კონსტრუქციულად არ არის კორპუსებთან. კორპუსების მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მოხდა მხოლოდ ამ პარკინგის დაზიანება,“ - განაცხადა მალხაზ კუმელაურმა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანი „რედკოს“ შენობა ინგრევა. 2015 წლის 16 დეკემბერს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რეკონსტრუქციის შედეგად ერთ-ერთი სართულის იატაკის დასხმის დროს, სართულის ფილა ჩამოინგრა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა კომპანია „რედკოს“ საკუთრებაა და ის ახლა იქ სასტუმროს აშენებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები