19 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
დავით ზალკალიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, ევროსაბჭოს ანგარიში და 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი დონის მოლაპარაკებებია.

დავით ზალკალიანის თქმით, ევროპარლამენტარები დადებითად გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას და მინისტრის თქმით, მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებია.

„საქართველო არის ასევე მჭიდრო პარტნიორი და წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვაში, რასაც ასევე ვაფასებთ. მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მთავრობა და ევროკომისიის წევრები, რაც არასდროს არ მომხდარა,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები