25 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
მოვუყევით ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში - გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, მოვუყევით ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში და იმ გაყალბების მასობრივ მცდელობაზე, რომელსაც ხელისუფლება ახლა გეგმავს და უწევს ორგანიზაციას გამალებით. განსაკუთრებით, საინტერესო იყო ის, რომ ელჩს აინტერესებდა გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები