23 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
აფეთქება ფონიჭალაში - მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან პირველადი მოხმარების ნივთების გამოტანის შესაძლებლობა მიეცათ

ზემო ფონიჭალაში აფეთქებულ კორპუსში მოსახლეობა უკვე შეუშვეს. 23-ე კორპუსის მეოთხე სადარბაზოს მობინადრეებს სახლებიდან პირველადი მოხმარების ნივთების გამოტანის შესაძლებლობა მიეცათ.

პარალელურად კი ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, საბოლოდ დადგენილი არ არის აფეთქებულ სადარბაზოში შესაძლებელი იქნება თუ არა ცხოვრება, მოსახლეობა სპეციალისტების დასკვნას ელოდება.

„მოსახლეობა შევუშვით, სათითაოდ შეყავთ მაშველებს, გამოაქვთ პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი რაც სჭირდებათ. სათითაოდ შედიან, ყველა გამოიტანს თავის საჭირო ნივთებს და შემდეგ სასტუმროში გადავიყვანთ სუყველას, სადაც არიან დაბინავებული. სახლი უნდა გამაგრდეს, ამაზეა ლაპარაკი. მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, კონსტრუქტორები მუშაობენ და დაიწყება ხვალიდან გამაგრება სახლის. გამაგრებას ექვემდებარება, პირველადი რაც არის დასკვნები იმის მიხედვით და რა დრო დასჭირდება არ ვიცით ჯერ,“ - განაცხადა თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა.

ზემო ფონიჭალაში აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სადარბაზოს 3 სართული თითქმის მთლიანად დანგრეულია. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევა კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობდა. გუშინ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. 

დღის ამბები