15 დეკემბერი 2018,   07:25
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს ომი - ნინო ხარატიშვილის 10 წლის წინ დაწერილი პიესის თბილისური პრემიერა

ნინო ხარატიშვილის 10 წლის წინ დაწერილი პიესის თბილისური პრემიერა - გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე სპექტაკლი დადგა.

ნინო ხარატიშვილის სურვილი იყო, რომ ქართულ-გერმანული თანამშრომლობა 10 წლის წინ დაწერილი პიესით გაგრძელებულიყო. სპექტაკლიც ორენოვანი გამოდგა - გერმანული პრემიერა 22 სექტემბერს მარნბურგის თეატრში გაიმართა.

ქართულ-გერმანული პიესა ნინო ბურდულმა თარგმნა, რომელიც ამავდროულად სპექტაკლშიც თამაშობს.

თბილისური წარმოდგენებისთვის დედაქალაქს ის სამი გერმანელი მსახიობიც ესტუმრა, რომლებმაც გერმანიაში "რადიო უნივერსში” პრემიერისა ითამაშეს.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და მარბურგის თეატრის კო-პროდუქციას ქართველი მაყურებელი დღეს პირველად შეაფასებს.

ნინო ხარატიშვილის რადიო უნივერსის პრემიერა 17 და 18 ნოემბერსაც გაიმართება.

დღის ამბები