19 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა, ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ბოლომდე მივიტანოთ გამარჯვება" - დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ზუგდიდში რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, პარტიის მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან გამარჯვებაში და პირველი ტურის მსგავსად, 28 ნოემბერსაც ასეთივე მობილიზებული იქნება სტრუქტურა.

დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„არჩევნების პირველი ტურის შედეგები ზუგდიდში არანაირი ეჭვის საფუძველს არ ტოვებს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად დამარცხდა ამ ქალაქში, როგორც მთლიანად სამეგრელოს რეგიონში. ჩვენი ამოცანაა, ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ბოლომდე მივიტანოთ ეს გამარჯვება და მერეო ტურში წერტილი დავუსვათ „ქართული ოცნების“, სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ზუგდიდშიც და მთელ საქართველოშიც,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები