19 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
"ენმ"-ის კოორდინატორი პროკურატურაში გამოკითხეს - ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი პროკურატურაში გამოკითხეს. ელმირა ბეციაშვილი უწყებაში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

პროკურატურაში კოორდინატორის წინააღმდეგ საჩივარი სოფელ ვეჯინის დეპუტატთან დაახლოებულმა გულნაზ ცანკაშვილმა შეიტანა. ის ირწმუნება, რომ ელმირა ბეციაშვილმა ოპოზიციური კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მის რძალს 80 ლარი მისცა. მას შემდეგ კი რაც ცანკაშვილმა თანხის აღებაზე უარი თქვა, რძალი და შვილი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ელმირა ბეციაშვილი გულნაზ ცანკაშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

„შეკითხვები იყო გულნაზ ცანკაშვილის მიერ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით, თითქოსდა, მას და მის რძალს მე გავეცი საარჩევნო ხმების სანაცვლოდ 40-40 ლარი. ეს არის ტყუილი,“- განაცხადა ელმირა ბეციაშვილმა.

ოპოზიცია ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ვეჯინში წაგებულ არჩევნებს უკავშირებს.

„ეს არის პირდაპირ ზეწოლა ქალბატონ ელმირაზე და ალბათ, ყველა იმ ადამიანზე, ვინც აქტიურია გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ზუსტად ასეთი სისულელეები, ზეწოლები ამ ზეწოლებზე ხალხი 28 ნოემბერს გასცემს პასუხს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები