11 დეკემბერი 2018,   23:18
ვრცლად
გადამალული საპრეზიდენტო კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ისევ გაურბის

უკვე მეორე დღეა, ქალაქში განთავსებულ ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ფოტოებით ცვლიან. ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ ამის მიზეზი არა კანდიდატის გადამალვა, არამედ ზურაბიშვილთან ერთად პასუხისმგებლობის გაზიარებაა.

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ისევ გაექცა და არ უპასუხა მთავარ კითხვას, რატომ აუკრძალა ივანიშვილის გუნდმა კომენტარების გაკეთება და მედიასთან კონტაქტი.

საპარლამენტო უმრავლესობა ბანერებზე ფოტოებს შეცვლაზე განმარტებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ ეს მხარდაჭერის დამადასტურებელი კამპანიაა, რომელიც კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.

ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ მეორე ტურის კამპანიას დღეს სასაცილო უწოდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ პარტიას დღეს ბილბორდებზე გაკვრის კამპანია ვეღარ უშველის. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება.

ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო ბილბორდების საკითხს აუდიტის სამსახური უკვე სწავლობს. ვინ გადაიხადა ბილბორდების თანხა, ეს უკვე მაკონტროლებელი ორგანოს კვლევის საგანია.

თუ დადგინდება, რომ ახალი საარჩევნო ბანერების დამზადებისთვის თანხა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა, მაშინ მმართველ პარტიასთან, ერთად სალომე ზურაბიშვილიც დაჯარიმდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები