15 დეკემბერი 2018,   07:25
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ხატია ბუნიათიშვილზე მომზადებული ფილმი - "48 საათი საქართველოში", საკუთარ მხარდაჭერად გაასაღა 

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა  ტელეკომპანია არტეს მომზადებული ფილმი "48 საათი საქართველოში", მისი კანდიდატურისადმი პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის მხარდაჭერად გაასაღა. საპრეზიდენტო კანდიდატმა სოციალურ ქსელ "ფეიბუქში" ფილმის საპრემიერო ბანერი განათავსა წარწერით - "მადლობა ხატიას!"

მის პირად გვერდზე აღნიშნული პოსტი რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო, სალომე ზურაბიშვილი მილოცვებსაც იღებდა - "ვაიმე ქალბატონო სალომე ხატია გიჭერთ მხარს? ეს მოულოდნელი სიურპრიზია, ძალიან ძალიან მიხარია". 

"ყოჩაღ სწორი არჩევანია", "სასიამოვნო მოულოდნელობაა" - წერდნენ ზურაბიშვილის მხარდამჭერები. 

მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილმა ის წაშალა. 

ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილის პირად "ფეისბუქ" გვერდზე აღარც ხატია ბუნიათიშვილის ბანერი დევს და აღარც საპრეზიდენტო კანდიდატის სამადლობელი ტექსტი. 

დღის ამბები