25 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
კადრები კომპანია "რედკოს" საცხოვრებელი კომპლექსიდან, რომლის ნაწილიც დღეს ჩამოინგრა - "კურიერმა" შემთხვევის ადგილი გადაიღო

კადრები გუდაურიდან, სამშენებლო კომპანია „რედკოს“ იმ საცხოვრებელი კომპლექსიდან, სადაც დღეს კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა შემთხვევის ადგილზე შესვლა და იქ არსებული ვითარების გადაღება. ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული.

ჩანგრეულია ორი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი გზა, სადაც განთავსებული უნდა ყოფილიყო ავტოფარეხები და ასევე, კომერციული ფართები.

იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც კომერციული ფართებით უნდა ესარგებლათ, ამბობენ, რომ კომპანია „რედკო“ უსაფრთხოების ზომებს არ ითვალისწინებდა.

კომპანიების წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ მათ დღევანდელ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდის წინ მძიმე ტექნიკის მობილიზება დასჭირდათ, რა დროსაც ავტოფარეხის სახურავმა დეფორმაცია განიცადა. ამის შემდეგ კომპანია „რედკომ“ მოახდინა ამ ტერიტორიის შეკეთება, თუმცა, მათი თქმით, უხარისხოდ.

სამშენებლო კომპანია "რედკოს" დირექტორის მოადგილე, მალხაზ კუმელაური ნგრევის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად რამდენიმე თვის წინ კერძო მესაკუთრის მიერ 50-ტონიანი მძიმე მანქანის შეყვანას ასახელებს.

„პირველი დაზიანება ამ ფილის მოხდა მაშინ და რამდენიმე მალი დაზიანდა,“ - ამბობს მალხაზ კომელაური.

კერძო კომპანიების წარმომადგენელები კომპანია "რედკოს" არგუმენტებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ნგრევა სწორედ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა.

ამ დროისთვის ძლიერი თოვლის გამო მძიმე ტექნიკა აღარ მუშაობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები