20 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც ვაჭრობამდე მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0268 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0299 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა.

 

დღის ამბები