19 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
მალერის გამოძიების შეკითხვებზე პასუხების გაცემა დაასრულა - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რობერტ მალერის გამოძიების შეკითხვებზე პასუხების გაცემა დაასრულა.

პრეზიდენტის თქმით, მან წერილობით უპასუხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით სპეციალური პროკურორის შეკითხვებს, თუმცა, დოკუმენტი მალერის გუნდისთვის ჯერ ოფიციალურად არ გადაუციათ.

ტრამპის მტკიცებით, ჩვენების მიცემა მისთვის ძალიან მარტივი იყო და ყველა შეკითხვას არა მისმა ადვოკატებმა, არამედ პირადად მან უპასუხა.

დონალდ ტრამპი რუსეთთან რაიმე სახის გარიგებას კატეგორიულად უარყოფს და მიაჩნია, რომ გამოძიებაში ჩართული პირები შეერთებულ შტატებს არცხვენენ.

დღის ამბები