19 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
საფრანგეთში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

საპროტესტო აქციებს საფრანგეთში მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგიკული შემთხვევა სამხრეთ რეგიონში მოხდა, სადაც საწვავის გაძვირების გამო, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. მომიტინგეებს მანქანამ გადაუარა. მედიის ცნობით, ავტომობილს ქალი მართავდა, რომელსაც მანქანაში მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და ექიმთან მიჰყავდა.

მან მომიტინგეებისთვის გვერდის ავლა სცადა, თუმცა, აქტივისტებმა გზა არ დაუთმეს, რის გამოც მანქანა ხალხს დაეჯახა. შედეგად 50 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი დაკავებულია.

საწვავის გაძვირების გამო, აქციები საფრანგეთის ყველა ქალაქში იმართება. საპროტესტო მოძრაობა ყვითელი ჟილეტები მთავრობას ფასების დარეგულირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები