22 იანვარი 2019,   03:17
ვრცლად
"ქართული ოცნება" საარჩევნო კომისიებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობს

ქართული ოცნება საარჩევნო კომისიებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობს.

კონკრეტული ფაქტის შესახებ კურიერს მარნეულის კომისიის წევრი უყვება, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სახლში მიაკითხა და ოპოზიციის ნაცვლად ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოსთხოვა.

ქართული ოცნების წარმომადგენელმა მას ასევე დაავალა, რომ კომისიის წევრებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ნათესავების ხმების მობილიზებაც მოეხდინა.

„ჩვენ შემოგთავაზებთო ფულსო, რამდენი გინდაო ფულიო, რომ გადმოხვიდე ჩვენთან ოცნებაშიო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მაგრამ ამათ ჩემს უარს არ მიაქციეს ყურადღება, ალბათ და კიდევ გნახავთ ქალბატონოო,“ - ამბობს კომისიის წევრი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ზეწოლის ასეთი მეთოდებით არჩევნების გაყალბებას ქართული ოცნება თითქმის ყველა რეგიონში ცდილობს.

„პირველ ტურზეც ძალიან ბევრი ფაქტები დაფიქსირდა, სადაც იყო შემთხვევები ჩვენი კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს აშინებდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, მე-13 უბანზე, სადაც თვითონ დეპუტატი შევიდა და ემუქრებოდა ჩვენს წარმომადგენელს, რომ, თუ იაქტიურებდა, არჩევნების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ეს გაგრძელდა მეორე ტურთან დაკავშირებითაც. ახლა ვხედავთ, რომ ჩვენი კომისიის წევრებს სთავაზობენ თანხას, ზოგიერთ მათგანს ემუქრებიან,“ - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რაგიმ ასკეროვი.

დღის ამბები