15 დეკემბერი 2018,   07:25
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მანამდე გააგრძელებს, სანამ ის ყირიმსა და დონბასზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს - მაიკ პომპეო 

ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მანამდე გააგრძელებს, სანამ ის ყირიმსა და დონბასზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.

განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

მაიკ პომპეოსა და პავლო კლიმკინის მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკა არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. 

დღის ამბები