20 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მყოფ მაშველებს დღეს პრემიერი შეხვდა

ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მყოფ მაშველებს დღეს პრემიერი შეხვდა. მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განცხადებით, იგეგმება სამსახურის ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტება. 2022 წლისთვის კი სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით, განახლებული მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას დაჰპირდა.

მაშველები ასევე გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის ფულად პრემიებსაც მიიღებენ.

ტრაგედია ზემო ფონიჭალაში 14 ნოემბერს მოხდა. გაზის აფეთქებამ დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. დამწვრობის ცენტრში რჩება ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 6 წლის ბავშვი.

დღის ამბები