განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.