18 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
სამძებრო ღონისძიებები გორში - ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული  

გორის ცენტრში სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული.  

გარდა ამისა, სამხარაულის ექსპერტებმა სკანერით ტერიტორიის სენსორული ზედაპირული დათვალიერება უკვე განახორციელეს და მათ კონკრეტული ადგილებიც მოინიშნეს. ექსპერტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. 

სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა, იაგო ნებიერიძემ, რომლიც ასევე 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საქმეშიც ფიგურირებს, სამართალდამცველებს ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა.

ამის შესახებ  გარკვეულ ინფორმაციას ახლობლებისგან ფლობენ გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები, რომ იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა.

სამართალდამცველებთან ერთად 2004 წელს გაუჩინარებული ზაქრო ბერძენიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ ამ დრომდე საგამოძიებო უწყებიდან არავინ დაკავშირებია.

„რამე რომ ვიცოდე, ნამდვილად ვიტყოდი, არაფერი არ ვიცი. პირადად იქ გუშინ ვიყავი მისული, დავინახე, რომ დგანან და პატარა ლენტებით არის გაკეთებული იქაურობა. სხვა არაფერი არ ვიცი. თუ ჩემი ოჯახის წევრებს ვინმეს დაუკავშირდნენ, ეგეც არა მგონია. გავიგე ისიც ხალხისგან, რომ რაღაც, ალბათ, თქვა. მე გუშინ ტელეფონით გავიგე, რომ ესეთი ამბავი იყო,“ - აღნიშნა ზაქრო ბერძნიშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძემ.

14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილზე არიან გორში მოკლულიო 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლებიც.

სამართალდამცველები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სწორედ 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

 

 

დღის ამბები