11 დეკემბერი 2018,   23:18
ვრცლად
"ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა" - სალომე ზურაბიშვილი ბილბორდებიან მისი ფოტოს შეცვლას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ბილბორდებიდან მისი ფოტოების ნაცვლად ოცნების  ლიდერების გამოსახულებით ჩანაცვლებას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ბანერების შეცვლით და განმარტავს, რომ პირველი ტურისთვის გადაღებული ფოტო მას არ მოსწონდა.

„განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი და პირველი ტურის დროს, მე სულ ვამბობდი, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს, იმედი მაქვს, თქვენც,“  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ორგანიზაცია ქალები სამართლიანობისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული“.

ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა, ბანერზე მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული. 

დღის ამბები