11 დეკემბერი 2018,   23:14
ვრცლად
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა. საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.

უბედური შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მოხდა. აქციის მონაწილეებს მანქანა შეეჯახა. ავტომობილს ქალი მართავდა, რომელსაც შვილი ექიმთან მიჰყავდა. გავრცელებული ცნობით, გადაკეტილი გზის გამო, ის პანიკაში ჩავარდა და ხალხში შევარდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დანარჩენებიც ანალოგიური ინციდენტების დროს დაშავდნენ.

დღეს საფრანგეთის მასშტაბით 2 ათასზე მეტი აქცია მიმდინარეობს. ზოგიერთ ქალაქში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია 20-მდე მომიტინგეც.

დღის ამბები