11 დეკემბერი 2018,   23:14
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები სამუშაო დღეს - გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში   

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების თარიღს აპროტესტებს. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის სარჩელთან, რომლის მიხედვითაც, ნაციონალური მოძრაობა არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნას აპროტესტებს. 

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია და ოქმის გაუქმებას მოითხოვენ. 

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინა ბოკუჩავა, აცხადებს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსს და მის მთავარ არსს, რომ რაც შეიძლება, მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ნაცვლად სამართლებრივი გადაწყვეტილებისა, თამარ ჟვანიამ და ცესკომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მან შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და ამით შეუზღუდა ათი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე მიიღეს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოვა კანონის მთავრი ინტერესიდან,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას იმედი აქვს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას კანონმდებლობის ფარგლებში მიღებს, რომლებიც საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ადვოკატი გიორგი ჟამუტაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს. 

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ახდენდა ნორმის არასწორ განმარტებას, ჩვენ სასამართლოში მოვიყვანეთ მყარი არგუმენტაცია საარჩევნო კოდექსის საქართველოს კონსტიტუცია და ვითხოვდით, რომ ყველა ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ, მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება,“ - განაცხადა უფლებადამცველმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანონიერად მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, გიორგი სანტურიანი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო დანაწესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული. კვირა დღესთან დაკავშირებით მოთხოვნა შეეხება კენჭისყრის პირველ ტურს და არა მეორე ტურს,“ - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

 

დღის ამბები