20 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
„არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი“ - ირაკლი აბესაძე

„არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, ირაკლი აბესაძემ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

აბესაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა მოქალაქეების დიდ ნაწილს ხმის მიცემის უფლებას შეუზღუდავს.

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ევროპული საქართველოს სარჩელი და საარჩევნო დღედ დატოვა სამუშაო დღე, რითაც მნიშვნელოვანი შეფერხება ექნება ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების და ივანიშვილის არჩევანი იყო მარტივი, მათ და მათ კანდიდატს, ზურაბიშვილს არჩევნებში წაეგო ისე, რომ  ამომრჩეველი არ გაწვალებულიყო დამატებით. თუმცა, ამჯერად ივანიშვილის არჩევანი არის, წააგოს არჩევნები, მაგრამ გააწვალოს და შეფერხებები შეუქმნას ამომრჩეველს. ის, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი, ეს ცალსახაა იმიტომ, რომ ამომრჩევლის ნებას განაპირობებს არა საარჩევნო დღედ სამუშაო ან არასამუშაო დღის დაწესება, ან ამომრჩევლის შეშინება თუ მოსყიდვა, არამედ ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში გვაქვს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

დღის ამბები