16 ოქტომბერი 2019,   02:36
ვრცლად
შობის მოახლოებასთან ერთად გერმანიაში სადღესასწაულო სამზადისი დაიწყო

შობის მოახლოებასთან ერთად გერმანიაში სადღესასწაულო სამზადისი დაიწყო. პირველი ადგილი, რომელიც საშობაო დეკორაციებით მორთეს, ბერლინის ბოტანიკური ბაღი გახდა. პარკში, სადაც ათასობით იშვიათი მცენარე ხარობს, 30 ინსტალაცია დამონტაჟდა და მილიონ ნახევარი ნათურით მოირთო.

განათებების ჩართვის ცერემონია "ნატვრის ხესთან" გაიმართა. საშობაოდ მორთული ასწლოვან ხეზე განათებები ათასობით სტუმრის თანდასწრებით ჩართეს.

ბოტანიკური ბაღში საშობაო დეკორაციები 6 იანვრამდე იქნება განათებული. ადმინისტრაცია საშობაო ბაღში 200 ათასამდე დამთვალიერებელს ელოდება. 

 

დღის ამბები