ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.