20 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
გორის ცენტრალურ პარკში ბავშვის ცხედარის ძიება დროებით შეჩერებულია - სპეციალისტები მიწის სკანირების შედეგებს ელოდებიან

გორის ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე დღეა მთლიანად პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, თუმცა 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ”კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველები მიწის სკანირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც პროცესი განახლდება. გუშინ ადგილზე პოლიციასთან ერთად 2004 წელს გაუჩინარებული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა, იაგო ნებიერიძემ, რომლიც ზაქრო ბერძნიშვილის გაუჩინარებაშიც ფიგურირებს, სამართალდამცველებს ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა.

დღის ამბები