25 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
სასამართლოს უარი გაერთიანებულ ოპოზიციას - მოსამართლემ მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით, ოპოზიიცის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, კანონის ნორმა იძლევა იმის განმარტებას, რომ არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 14 დღეში, ამიტომ მოსამართლემ ცესკო-ს გადაწყვეტილებაში კანონდარღვევა ვერ დაინახა.

გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო თარიღის შეცვლას იმ მოტივით ითხოვდა, რომ შუა კვირას კენჭისყრის პროცესი, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებას უზღუდავს. გარდა ამისა, ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

"სამწუხაროა, რომ სასამართლოს არ ეყო ძალმოსილება, რომ პასუხისმგებლობა აეღო და განემარტა საარჩევნო კოდექსის მუხლები იმდაგვარად, რომ უზრუნველყო ამომრჩევლისთვის საყოველთაო პრინციპის რეალიზება და ყველა ამომრჩეველს  როგორც მცხოვრებს საქართველოში ასევე ფარგლებს გარეთ მისცემოდა ნება თავისუფალი ნება გამოევლინა თავისუფალ საარჩევნო გარემოში,"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც გაერთიანებულ ოპოზიციას ჩაბარდება მოსამართლის დასაბუთებული განჩინება მიიღებენ გადაწყვეტილებას მიმართავენ თუ არა ზემდგომ ინსტანციას.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ გუშინ „ევროპული საქართველოს,“ წარმომადგენელთა სარჩელზეც მიიღო.

დღის ამბები