25 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
რომ არ მოგატყუოთ, მსმენია, რომ ოპოზიციის მხრიდან თანხების დარიგებას ჰქონდა ადგილი - თამარ ჩუგოშვილი

ამომრჩევლის უკანონო გადაბირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ არაერთ ინფორმაციას. ”კურიერის” ცნობით, მარნეულის კომისიის წევრს მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოპოზიციის ნაცვლად ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოსთხოვა. გარდა ამისა, "შაბათის კურიერის" ერთ-ერთ რეპორტაჟი გარდაბანში 20 ლარის ან 5 კილო კარტოფილისა და ხახვის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ეხებოდა. კიდევ ერთ სიუჟეტში კი ტყიბულის მეშახტეები ყვებიან, რომ შახტების მფლობელი, კომპანია ”საქნახშირის” დირექტორი ასობით მეშახტეს აშანტაჟებს და მათ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს.

„ამომრჩევლის მოსყიდვა არის დაუშვებელი, არასწორი და ყველა ასეთ ფაქტზე უნდა მოხდეს შესაბამისი გამოძიება. ეს არის სისხლის სამართლის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმე და საგამოძიებო ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. მათშორის ოპოზიციის მხრიდან იქნება თუ სხვისი მხრიდან იქნება  ყველა ასეთ ფაქტს  სჭირდება გამოძიება. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება საარჩევნო გარემოს  შეფასების გაუარესება, მსგავსი ან ბრალდებებით ან განცდებით. რომ არ მოგატყუოთ, მსმენია, რომ ოპოზიციის მხრიდან თანხების დარიგებას ჰქონდა ადგილი,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები