დონალდ ტრამპი ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დაზვერვის სამსახურის შეფასებას ნაადრევს, თუმცა შესაძლოს უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით, საბოლოო დასკვნა, თუ ვინ დგას მკვლელობის უკან, ჯერ კიდევ მოსამზადებელია. ტრამპის თქმითვე, CIA-ს სრულ ანგარიშსს, რომელშიც მკვლელობის დამკვეთად საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანია დასახელებული, სამშაბათს გაეცნობა. ჯამალ ხაშოგი, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს, თუმცა ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.