19 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
შეტაკებები ათენში-ყოველწლიური მსვლელობა საბერძნეთის დედაქალაქში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა

ყოველწლიური მსვლელობა საბერძნეთის დედაქალაქში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. ათასობით ადამიანი ათენის ქუჩებში 1973 წლის სტუდენტთა ამბოხის 45-ე წლისთავის აღსანიშნავად გამოვიდა, თუმცა, საბოლოოდ, აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები და ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, ძალოვანებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქუჩებში მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანებიც. არეულობის შედეგად პოლიციის განყოფილებაში აქციის 20-მდე მონაწილე გადაიყვანეს. 

დღის ამბები