20 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
საია-ს შემაჯამებელი ანგარიში - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" რიგით 26-ე საერთო კრება ჩაატარა

საია-ს შემაჯამებელი ანგარიში. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"მ მორიგი, რიგით 26-ე საერთო კრება ჩაატარა. შეხვედრზე წარმოდგენილი იყო მომავალი წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტებიც.

„ამ საერთო კრებას ორმაგად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩვენთვის. თუ თქვენ ნახავთ ჩვენს წლიურ ანგარიშს, ეს მოიცავს პრაქტიკულად, ყველა იმ თემას, რაზეც წლის განმავლობაში ვმუშაობდით. დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, დამთავრებული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებით,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

შეხვედრაზე საი-ას წევრებთან ერთად მისი ყოფილი თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის ”შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

„მე ამაყი ვარ, რომ ვიყავი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ამ ორგანიზაციამ წლების განმავლობაში, უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა და აგრძელებს ასე მუშაობს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დღის ამბები