16 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
დაშინება და ფულის გამოძალვა პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან -  ოჯახი, რომელიც იძულებული გახდა ამერიკაში გაქცეულიყო 

ავტომობილების ბიზნესში ჩართული ოჯახი, რომელიც იძულებული გახდა ბავშვებთან ერთად საქართველოდან დაეტოვებინა - დავით ჯეჯელავა 2014 წელს დააკავეს. ის ავტომანქანების ჩამოყვანით იყო დაკავებული და კომპანია „ქარ ექსპრესს“ ხელმძღვანელობდა. ჯეჯელავა ამბობს, რომ მის კომპანიაში კრიზისი ხელოვნურად შექმნეს რათა წილი დაინტერესებული მხარისთვის დაეთმო. ამბობს, რომ დააკავეს და ციხეში ორი განაჩენი შეუტანეს.

ჯეჯელავას ყოფილი მეუღლე, თამარ გვარაძეც ბიზნესმენია. ამბობს, რომ გასულ წელს უცნობი მამაკაცი, ყოფილი ქმრის მეგობრად გაეცნო. მოგვიანებით უთხრა, რომ პროკურორი იყო და მისი ქმრის დაკავების საქმეზე 2014 წელს ის მუშაობდა.

თამარ გვარაძის თქმით, მის წინააღმდეგ დაშინება განხორციელდა და აღნიშნული პირისთვის მას ყოველთვიურად გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა. თამარ გვარაძის ინფორმაციით, ის ფულს პროკურატურის იმ დროს მოქმედ თანამშრომელს, გიორგი მესხიას რამდენიმე თვე უხდიდა. ამის შემდეგ ავტომანქანების სალიზინგო კომპანიას, რომელსაც თამარ გვარაძე ხელმძღვანელობდა, მისი ინფორმაციით, შეექმნა ფინანსური კრიზისი და კომპანიის საქმიანობაში მესხია აქტიურად იყო ჩართული. გააცნო კიდევ ერთი პროკურორი ამჯერად, მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, მერაბ მურღულია.

თამარ გვარაძე ამბობს, რომ მისმა კომპანიამ ასზე მეტი ადამიანი აზარალა. ხალხი მას ემუქრებოდა, ოფისში უვარდებოდა დ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ამის დამადასტურებელ ვიდეო ფაილებს გვარაძე "პოსტსკრიპტუმს" ამერიკიდან უგზავნის.

გვარაძე აცხადებს, რომ კომპანიაში არსებული კრიზისის დროს პროკურორები აქტიურად იყვნენ ჩართული მისი შპს-ს მართვაში.  

ბრალდებებს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ღიმილით პასუხობს. ამტკიცებს, რომ მარტოხელა დედას გულწრფელად ემეგობრებოდა და კომპანიის მართვაში ეხმარებოდა. ფიზიკურად მას არასდროს შეხებია.

ისტორიას ორი უწყება სწავლობს, პროკურატურამ თამარ გვარაძის შესაძლო ფინანსური მაქინაციები უნდა გაარკვიოს, შსს-მ კი იმ პირების პასუხისმგებლობა უნდა გამოკვეთოს, ვინც კადრებშიც ჩანს, რომ ქალზე ძალადობს.

 

 

დღის ამბები