23 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
პუტინისტრუ-ჩეკისტური, სიძულვილის ენაზე დაფუძნებული კამპანია - ნიკა რურუა აგრესიული შინაარსის ბანერებზე 

თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა რურუას შეფასებით, მსგავსი შინაარსის ბანერების გაკვრა მოსახლეობის დაშინებას და მათით მანიპულირებას ემსახურება. მისი თქმით, "ქართული ოცნება" დაკავებულია საბჭოთა ტიპის კამპანიით და ამას საარჩევნო ბილბორდებიც ცხადყოფს.

„მთავარი შეცდომა, რასაც ოცნება უშვებს ყოველთვის, ეს არის ტემპერატურის ისე აწევა, რომ მერე მისი დაწევა თვითონ არ შეუძლიათ და ეს, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიულია. მთელი იმ ნეგატიური, საძაგელი, საბჭოთა ტიპის კამპანიით, რომელსაც აწარმოებენ ეს ბილბორდებიც ცხადყოფს. თვითონაც ახლა, ბევრმა ხალხმა ურჩია და ფიქრობენ, ჩამოხსნან. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ტიპიური პუტინისტრუ-ჩეკისტური სიძულვილის ენაზე დაფუძნებული კამპანია, რომელსაც არაფერი არ აქვს ხალხის რეალურ პრობლემებთან საერთო და არის ხალხის მანიპულაციაზე, დაშინებაზე გათვლილი,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

დღის ამბები