22 იანვარი 2019,   03:15
ვრცლად
საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა - საქსტატის მონაცემები

საქსტატის მონაცემებით უმუშევრობის დონე საქართველოში 2018 წლის მესამე კვარტალში 0.06%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამის იმავე ოფიციალური მონაცემებით, გაიზარდა დასაქმების დონეც.

საქსტატში ამ ტენდენციას მოსახლეობის ეკონომიკური გააქტიურებით ხსნიან.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორი გოგიტა თოდრაძემ გააკეთა.

„2018 წლის მე 3 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 56.2%-დან 56.5 პროცენტამდე გაიზარდა დასაქმების დონე. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის დონის წილის შემცირების ხარჯზე გაიზარდა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში დასაქმებულთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი“ - აცხადებს თოდრაძე

დღის ამბები