19 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
აგრესიული შინაარსის ბანერები თბილისში - „ოცნების“ პოლიტკონსულტანტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებში ფიგურირებდა

„ქართული ოცნების“ პოლიტკონსულტანტი, მოშე კლუგჰაფტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებში ფიგურირებდა. საუბარია პარტია "მერეცის" ლიდერის, თამარ ზანდბერგისა და პოლიტ კონსულტანტის მოშე კლუგჰაფტის კავშირზე დაფინანსების დროს აღმოჩენილ კანონდარღვევებთან, რომლის შესწავლაც სახელმწიფო აუდიტმა დაიწყო.

სტატიის თანახმად ზანდბერგმა თავდაპირველად მოშე კლუგჰაფტთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მასთან არ მუშაობდა, შემდეგ კი აღიარა, რომ უფასოდ უწევდა მას კონსულტაციებს საარჩევნო კამპანიის დროს.

სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში ფინანსური დარღვევების გამოძიების საკითხი. სკანდალის დროს განცხადებები გააკეთეს კლუგჰაფტის კოლეგებმა.

ერთ-ერთმა კოლეგამ, ნისიმ დუეკმა განაცხადა, რომ კლუგჰაფტი საშიში ადამიანია და მისთან საქმის დაჭერას არავის ურჩევს. სიონისტების კავშირის თავმჯდომარემ ავი გაბეიმ კი ებრაელ პოლიტ კონსულტანტს პროპაგანდისტი უწოდა, რომელსაც პოლიტიკური დებატები ქვეყანაში რადიკალიზმისა და ფაშიზმისკენ მიჰყავს.

აგრესიული შინაარსის ბანერები უკვე თბილისშიც გამოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ბანერებს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის გადასარჩენად იყენებს.

 

დღის ამბები