16 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
არ შეიძლება ოპოზიციას ხელისუფლება აღიქვამდეს მტრად, ოპოზიცია არის ნაწილი ხელისუფლების - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ექსპერტებს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს ხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობენ სამართლის, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გასატარებლად სწორედ ექსპერტთა საბჭო უნდა შეიქმნას.

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე გააცნობენ გრიგოლ ვაშაძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მომავალში ოპოზიციის როლი გაიზრდება. 

„არ შეიძლება ოპოზიციას ხელისუფლება აღიქვამდეს მტრად, ოპოზიცია არის ნაწილი ხელისუფლების, ეს არის ევროპული და დასავლური სტანდარტი... ის, რომ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად ერთი ოპოზიციონერი წარმომადგენელი იყოს, ის, რომ ოპოზიციას ჰქონდეს აუდიტის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სახელწმიფო თანხების ხარჯვას დეტალურად,“ - განაცხადა ვაშაძემ.

შეხვედრის მონაწილე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე ექსპერტთა საბჭოების შექმნის იდეას მიესალმება.

„მთავრობაც უნდა ფიქრობდეს ამას, რომ დაიხმაროს არასამთავრობო სექტორი და ექსპერტებიც და ოპოზიციაც. ოპოზიციამ მოიფიქრა და მოვედით შეხვედრაზე,“ - ამბობს შარაშენიძე.

იურისტის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, დავით ჯანდიერის თქმით, შეხვედრაზე მართლმსაჯულების სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს სამართალდამცავ სისტემაში არსებულ პრობლემებზე. 

დღის ამბები