19 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
ტერეზა მეი "ბრექსითის" შეთანხმებისთვის ბრძოლას გააგრძელებს

ტერეზა მეი "ბრექსითის" შეთანხმებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი თავიდან მოშორებით ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ვერ გამარტივდება.

შეთანხმების საბოლოო პროექტის განსახილველად ბრიუსელში ევროკავშირის დარჩენილი 27 წევრი ქვეყნის მინისტრები იკრიბებიან.

585 გვერდიან ხელშეკრულებას, რომელიც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მომავალ ურთიერთობას განსაზღვრავს, ხელი კვირის ბოლოს სამიტზე უნდა მოეწეროს. თუმცა დოკუმენტს ბრიტანეთში, მათ შორის მეის გუნდშიც, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაადასტურეს, რომ დოკუმენტს პარლამენტში მხარს არ დაუჭერენ.

დღის ამბები