24 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
უილ სმიტმა ჰავანის მარათონში მონაწილეობა მიიღო 

უილ სმიტმა ჰავანის მარათონში მონაწილეობა მიიღო. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კუბის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანთან ერთად ირბინა.

მსახიობმა ჟურნალისტებთან გასაუბრებაც მოახერხა და მათ ესპანურ ენაზე უთხრა, რომ კუბა უყვარს.

მარათონის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაში 6 ათასამდე ადამიანი ჩაერთო, მათ შორის ყველაზე მეტი უცხოელი ჰავანაში შეერთებული შტატებიდან ჩავიდა.

დღის ამბები