25 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - კალაძე ამბობს, რომ აგრესიული შინაარსის ბანერები ბიზნესმენების გაკეთებულია და "ქართულ ოცნებას" კავშირი არ აქვს

„ქართული ოცნების“  გენერალური მდივანი აგრესიული შინაარსის ბანერებთან კავშირს უარყოფს.

საუბარია ბანერებზე  წარწერით, "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელზეც ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახულნი. 

პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ბანერებთან, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, მმართველ პარტიას კავშირი არ აქვს.

კალაძე ამბობს, რომ ეს წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებული პირების დამონტაჟებულია.

"გასაკვირია, რომ ამ კითხვას სვამს „რუსთავი2“. ზოგადად, საუბრობთ აგრესიაზე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენი სარედაქციო პოლიტიკა სამწუხაროდ, დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ბოროტებაზე.

თვითონ ბანერებს რაც შეეხება, მას პარტია "ქართულ ოცნებასთან" არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის კონკრეტული ბიზნესმენების მხრიდან გაკეთებული. გაკეთებულია მათი მხრიდან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც მოჰყვა რეპრესიებში "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს“-აცხადებს კახა კალაძე.

აგრესიული შინაარსის ბანერები თბილისში გუშინ გამოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ბანერებს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის გადასარჩენად იყენებს.

კალაძისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პარტიას ბიზნესმენებთა, რომლებმაც აღნიშნული ბანერები დაამზადეს, კომუნიკაცია ჰქონდა. 

 

დღის ამბები