25 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის დავალიანების განულებისთვის "ფონდ ქართუში" 100 მილიონია მობილიზებული

ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი მოქალაქისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით "ფონდი ქართუ“ განმარტებებს აკეთებს.

„ქართუ“ ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდი აქტიურად ეთანამშრომლება საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში.

მისივე განცხადებით „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისათვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილებისათვის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ - “რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.“ 

ამავე თემაზე
დღის ამბები